პროექტი ,,ცოდნა ანთებული სანთელია"
XI კლასში შევისწავლეთ ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე.დაგვაფიქრა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ცოდნას, განათლებას, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებულ ადამიანს ქვეყნის წინსვლასა და ძლიერებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც დავასათაურეთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ,,ცოდნა ანთებული სანთელია". ამ პროექტით გვინდოდა ერთხელ კიდევ დაგვეფიქრებინა ახალგაზრდობა და განსაკუთრებით პატარა,დაწყებითი კლასის მოსწავლეები ცოდნის შეძენის და მისი სასიკეთოდ გამოყენების აუცილებლობაზე.
პ.ს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სამივე საფეხურზე ირიცხება 91 მოსწავლე. VI კლასში–5, ხოლო XI კლასში–8. პროექტის მსვლელობისას დაინტერესებულ მოსწავლეთა რაოდენობა ნელ–ნელა იზრდებოდა. ეს ჩვენ ძალიან გვახარებდა.დაინტერესება გამოვიწვიეთ–ესეიგი მიზანს მივაღწიეთ!!!
პროექტის ,,ცოდნა ანთებული სანთელია"–გეგმა